×
მცენარეები
ქოთნები
მებაღის აქსესუარები
ხელნაკეთი ნივთები
სპეციალური შეთავაზება
მომსახურება

ჩვენ შესახებ

კომპანია Plant Shop 2016 წელს დაარსდა. მისი შექმნის იდეა და მიზანია, რომ წვლილი შეიტანოს დედამიწაზე ეკოლოგიის გაუმჯობესებაში მცენარეებისა და ცოდნის გავრცელებით.

მაღაზიაში აღმოაჩენთ საინტერესო და მრავალფეროვან მცენარეებს მთელი მსოფლიოდან. აქვე შეხვდებით წიგნებს, სამებაღეო ინსტრუმენტებს, ქოთნებს, ხელნაკეთ ნივთებს- ყველაფერს მცენარეების შესახებ.

ჩვენი გუნდი მუდმივად გთავაზობთ საჯარო ლექციებს, ვორქშოპებს, სასწავლო კურსებს და სხვადასხვა ინიციატივებს ეკოლოგიის მიმართულებით.

კომპანიის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს ლანდშაფტის არქიტექტურა- სპეციალობა, რომელიც საქართველოში ძალიან საჭირო და მოთხოვნადია. Plant Shop-ის მთავარი ლანდშაფტის არქიტექტორი გახლავთ საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია „კრეატოპია“-ს პრეზიდენტი, ლანდშაფტური ბიურო „ორქიდეა და ბამბუკი“-ს დირექტორი ნინო შენგელია.

ჩვენი არჩევანია, ვიცხოვროთ ერთ ჭერქვეშ ბუნებასთან და ეს თანაცხოვრება გავიზიაროთ თქვენთან.